რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად რუსული არმია მზარდი ზეწოლის ქვეშაა

რუსი ოკუპანტები უკრაინაში
ეგორ ალეევი/ТАСС

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, უახლოეს მომავალში რუს სამხედროებზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდაა მოსალოდნელი, რათა რუსეთმა ომის წლისთავთან დაკავშირებით გარკვეული "გამარჯვების" დემონსტრირება მოახდინოს. 

ანალიტიკოსების ვარაუდით, რეალური ფაქტების გათვალისწინების გარეშე, რუსეთი, სავარაუდოდ, განაცხადებს, რომ ბახმუტი აიღეს, რათა ომის წლისთავთან დაკავშირებულ ინტერესებს მოერგონ. 

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რუსეთის ხელმძღვანელობის შიგნით დაძაბულობა სავარაუდოდ გაიზრდება, თუ საგაზაფხულო შეტევა წარუმატებელი იქნება.

დაზვერვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას აღმოსავლეთის რამდენიმე ფრონტზე: უგლედართან, კრემინასთან და ბახმუტთან.

ანალიტიკოსების განმარტებით, რუსები დიდ დანაკარგს განიცდიან, განსაკუთრებით ბახმუტთან და უგლედართან. 

"კონკრეტულად, "ელიტარულმა" 155-ე და 40-ე საზღვაო ქვეითმა ბრიგადებმა განიცადეს ძალიან დიდი დანაკარგები უგლედარში". - ნათქვამია მიმოხილვაში.

კომენტარები