იაპონია-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

20  თებერვალს, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე კიდევ ორი მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ბოლო 3 დღეში მე-2 იარაღის გამოცდაა. 

სამხრეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სეულის სამხედროების თქმით,  ჩრდილოეთ კორეამ "სუკჩონის ტერიტორიიდან ორი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა".

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ორივე რაკეტა აღმოსავლეთის ზღვაში დაეშვა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც იაპონიის ზღვა კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის.

"აშშ-ის გადასაწყვეტია, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეს რამდენად ხშირად გამოიყენებს ცდებისთვის". - თქვა  ჩრდილოეთ კორეელმა პოლიტიკოსმა, კიმ იო-ჯონგმა. 

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის ბოლო რაკეტის გაშვება.

"ჩრდილოეთ კორეის ქმედებების სერია, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების განმეორებითი გაშვება, საფრთხეს უქმნის იაპონიის, რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას". - აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები