რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მაკრონი დროს ამაოდ კარგავს, რუსეთის პოზიციის შეცვლა არ შეგვიძლია

Alexey Furman

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთთან დიალოგის მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. ამის შესახებ მან იტალირ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

ზელენსკიმ უპასუხა მაკრონის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში კონფლიქტი მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს, რუსეთი კი უნდა "დამარცხდეს, მაგრამ არ განადგურდეს". 

"ეს არაფრისმომცემი დიალოგი იქნება. ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის პოზიციის შეცვლა. თუ მათ სურთ, ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენით საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქციონ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია". - თქვა მან. 

ზელენსკიმ უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იზოლაციამდე დასავლურმა სანქციებმა მიიყვანა. მისივე სოტყვებით, პუტინის მარგინალიზაცია ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღებამ გამოიწვია. 

კომენტარები