რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთს უკრაინაში რუსეთის დამარცხება სურს და არა მისი განადგურება – მაკრონი

ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 2018 წელი
Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას უკრაინაში რუსეთის დამარცხება სურს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი განადგურება უნდა.

"მე მსურს რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და უკრაინას თავისი პოზიციების დაცვა შეეძლოს. ზოგიერთისგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მიზნად რუსეთის ტოტალური მარცხი უნდა დავისახოთ და თავისივე მიწაზე დავესხათ თავს. ვინც ამას უჭერს მხარს, ყველაზე მეტად რუსეთის განადგურება უნდა. ეს არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება ჩვენი პოზიცია". - ამბობს ემანუელ მაკრონი ინტერვიუში.

ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდა და ხანგრძლივი ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები