მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში სამაშველო სამუშაოები სრულდება, ბევრი ოჯახი დაკრძალვის გარეშე გლოვობს

16 თებერვალს,  ქვეყნის ყველაზე მომაკვდინებელი თანამედროვე კატასტროფიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, მიწისძვრით დაზიანებულ თურქეთში სამაშველო სამუშაოები სრულდება.

"გილოციათ თუ არა მიცვალებულის პოვნისთვის? ჩვენ ვლოცულობთ [...] რათა გვამი ოჯახს მივაწოდოთ. ოჯახები იმედით გველოდებიან, დაკრძალვის ცერემონია უნდათ, საფლავი უნდათ." - ამბობს ბულდოზერის ოპერატორი.

ისლამური ტრადიციის თანახმად, მიცვალებული რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიკრძალოს.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ხელმძღვანელმა იუნუს სეზერმა თქვა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 16 თებერვალს ღამით დასრულდება.

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  თურქეთში დაახლოებით 345 000 ბინა განადგურდა და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. არც თურქეთსა და არც სირიას მიწისძვრის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაახლოებით 26 მილიონ ადამიანს თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

16 თებერვალს თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავა, რათა განიხილონ, თუ როგორ შეუძლია ვაშინგტონს ანკარას დახმარება.

რაც შეეხება სირიას, სადაც 5,800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ხელისუფლება ამ მხარეში წვდომას ბლოკავს. ინფორმაციას მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) ავრცელებს.

"ეს აფერხებს ჩვენს ოპერაციებს. ეს დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს." - უთხრა WFP-ის დირექტორმა დევიდ ბიზლიმ Reuters-ს.

20 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება. მიწისძვრის გარდა, დღის წესრიგში ასევე იქნება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი, რომლის შეყოვნებაც თურქეთის მხრიდან არის გამოწვეული. 

კომენტარები