მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

ომის წინააღმდეგობის გამო კირილისგან განკვეთილი მღვდლები, ბართლომეოსმა ხარისხში აღადგინა

ხუთი მღვდელი ლიტვიდან, რომელიც მოსკოვის საპატრიარქომ ხარისხიდან განკვეთა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხარისხში დააბრუნა და საკუთარ იურისდიქციაში მიიღო. 

მოსკოვიდან მიღებული კანონიკური სანქციის შემდეგ, მღვდლებმა მსოფლიო პატრიარქს აპელაციით მიმართეს.

მსოფლიო საპატრიარქომ აპელაცია მიიღო, განიხილა და განაჩინა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა საეკლესიო კრიტერიუმებს, არამედ მღვდლების "სამართლიან წინააღმდეგობას" ომთან უკრაინაში. 

ბართლომეოსმა ისინი სამღვდელო ხარისხში დააბრუნა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში მიიღო.

კომენტარები