რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე ვალდებულება არცერთ ქვეყანას არ აუღია

Ozan Güzelce / Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე ვალდებულება არცერთ ქვეყანას არ აუღია. ამის შესახებ კულებამ გერმანულ გამოცემა WAZ-თან ისაუბრა.

"ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება მოიერიშე თვითმფრინავების მოწოდებაზე. თუმცა, ზოგიერთმა ხელისუფლებამ, მათ შორის ბრიტანულმა, საკუთარ თავზე აიღო უკრაინელი პილოტების წვრთნების ორგანიზება". - თქვა კულებამ. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოირიშე თვითმფრინავები უკრაინას ძალიან დაეხმარება, რადგან ავიაცია მნიშვნელოვანია როგორც საჰაერო თავდაცვისთვის, ასევე კონტრშეტევებისთვის.

"ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის სამხედრო თვითმფრინავები. ამ ქვეყნებს ყველაზე დიდი საწარმოო მოცულობა და ყველაზე ძლიერი ავიაპარკები აქვთ". - თქვა კულებამ.

კომენტარები