გერმანია

REUTERS: გერმანიის 7 აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვამ 295 000 მგზავრი დააზარალა

გერმანიის 7 აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვა, 2023 წლის 17 თებერვალი
REUTERS/Heiko Becke

17 თებერვალს გერმანიის 7 აეროპორტში თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს

გერმანიის აეროპორტების ასოციაციის ცნობით, ბრემენის, დორტმუნდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ჰანოვერის, მიუნხენის და შტუტგარტის აეროპორტებში 2 340 რეისი გაუქმდა, ხოლო 295 000 მგზავრი დაზარალდა. 

"თუ ახლა არაფერი გაკეთდება ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ჩვენ, ყველანი მორიგი ქაოსური ზაფხულის წინაშე ვიქნებით". – თქვა გერმანიის პროფკავშირის, ვერდის თავმჯდომარის მოადგილემ, ქრისტინე ბეჰლემ. 

სააგენტო Reuters-ი რუმინეთის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩამოსულიყო ერთ-ერთი გაუქმებული რეისით. თუმცა, გაფიცვის გამო მას მოუწია, ავსტრიაში ჩაფრენა და შემდეგ მიუნხენში მანქანით გამგზავრება.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია სწორედ 17 თებერვალს გაიხსნა. 

კომენტარები