რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ბელგოროდის ოლქში ღამე აფეთქებები ისმოდა, გააქტიურდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

გასულ ღამეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა. ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა.

გლადკოვის თქმით, ამჟამინდელი ინფორმაციით, დაჭრილები და დაშავებულები არ არიან. 

ამას გარდა, რუსეთის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ანექსირებულ ყირიმზე მდებარე ქალაქ სევასტოპოლში, ბალაკლავის თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ბელგოროდის ოლქი უკრაინას ესაზღვრება და პერიოდულად, ამ ტერიტორიის თავზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები აქტიურდება.

კომენტარები