უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს

European Pravda-ს ინფორმაციით, მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რაკეტის ნამსხვრევების მოლდოვის ტერიტორიაზე აღმოჩენასთან დაკავშირებით იუწყება

"სასაზღვრო საპატრულო პოლიციამ ლარგას სექტორის სასაზღვრო პოლიციასთან ახლოს უკრაინაზე რუსული საჰაერო თავდასხმის შემდეგ რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინა. წინა შემთხვევების მსგავსად, ამჯერადაც მოქალაქეების საჰაერო უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ზომა მიღებულია".  - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

უკრაინაში ომის დაწყებიდან, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა უკრაინის დაბომბვისას რაკეტის ნაწილები მოლდოვის ტერიტორიაზე მოხვდა. 

კომენტარები