რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

The Times of Israel/(AP/Efrem Lukatsky)

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი ხუთშაბათს, 16 თებერვალს კიევში ჩავიდა

"ახლა ჩავედი კიევში. შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, კულებას". – აღნიშნა კოენმა. 

მანვე დასძინა, რომ იგი ასევე დაესწრება კიევში ისრაელის საელჩოს გახსნას, რომელიც სრულ ფუნქციონირებას უბრუნდება.

გარდა ამისა, კოენი გეგმავს, ეწვიოს ბუჩას და ბაბინ იარს [ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის ადგილი].

კოენი არის ისრაელის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც უკრაინას მას შემდეგ ეწვია, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

თებერვლის დასაწყისში ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას თქვა, რომ ის მზად იყო უკრაინაში სამხედრო დახმარება გაეგზავნა, მაგრამ მზად არ იყო ძალიან შორს წასულიყო, რათა რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა.

მანამდე კი ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ განიხილავდა უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას, მათ შორის ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის რკინის გუმბათის გადაცემას.

როგორც მედია წერს, ნეთანიაჰუმ მაკრონს უთხრა, რომ შუამავლობაზე ფიქრი ძალიან ნაადრევია. ამასთან, მისივე განმარტებით, იგი არ დააყენებს შუამავლის როლს რუსეთსა და უკრაინას შორის მანამ, სანამ ამის გაკეთებას რუსეთი, უკრაინა და აშშ არ სთხოვენ.

კომენტარები