ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: ყველაფერს ვაკეთებთ EU-ს წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის ემზადება, რომელიც 16-17 თებერვალს გაიმართება და მთავრობა ეცდება, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. 

"დღეს იყო ის, რასაც შეიძლება ეწოდოს მოსამზადებელი დღე. მზადება მრავალი საერთაშორისო ღონისძიებისთვის, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. როგორც ყოველთვის, უკრაინის პოზიცია უნდა მოისმინონ. ამიტომ ვამზადებთ ჩვენს პოზიციას ისე, რომ ის გარანტირებულად გაჟღერდეს [...]

რა თქმა უნდა, უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საუბარი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უფრო ახლოს იყოს. კონკრეტულად, ჩვენ განვიხილეთ ეს შვედეთის პრემიერმინისტრის ვიზიტის დროს". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ საზოგადოებას შეახსენა, რომ შვედეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

"უკრაინა გრძნობს პარტნიორების მხარდაჭერას და მე მადლობელი ვარ ამისთვის". - დასძინა პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთის პრემიერმინისტრთან განიხილა სამხედრო დახმარება, მათ შორის უკრაინის შეიარაღებისა და საარტილერიო სისტემების, რომელიც უკრაინის ჯარებს დაეხმარება.

კომენტარები