რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანქციების მე-10 პაკეტი რუსეთის გარდა, დრონების მიმწოდებელ ირანულ ორგანიზაციებზეც ვრცელდება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანიც რუსეთის ბრძოლისუნარიანობის კიდევ უფრო შესუსტებაა. 

სანქციების მეათე პაკეტი €11 მილიარდის ღირებულების ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლსა და აკრძალვას გულისხმობს. დაწესებული შეზღუდვები იმ ელექტრო ნაწილების ექსპორტზეც ვრცელდება, რომელთაც რუსული შეიარაღებული ძალები დრონების, ვერტმფრენებისა და რაკეტების დასამზადებლად იყენებენ. 

რუსეთის გარდა, პირველი შემთხვევაა, როცა ევროკომისიის სანქციები დრონების მწარმოებელ ირანულ ორგანიზაციებზეც ვრცელდება. მათ შორის, ზოგიერთ მათგანს ირანის რევოლუციურ გვარდიასთან აქვს კავშირი. 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ასობით ირანული წარმოების დრონს იყენებს. 

"ამ ირანული წარმოების დრონებით უკრაინის მოქალაქეები იღუპებიან. ეს სისასტიკეა! ჩვენი მოვალეობაა მათ სანქციები დავუწესოთ და ვამხილოთ ირანი დრონების მიწოდებაში".  - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

კომენტარები