NATO-რუსეთი

ცივი ომის შემდეგ პირველად, რუსული ხომალდები ბირთვული იარაღით ცურავენ – ნორვეგიის დაზვერვა

რუსული გამანადგურებელი ხომალდი სევერომორსკი

ნორვეგიის სადაზვერვო სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის ცნობით, ბოლო 30 წელში პირველად, რუსული ხომალდები ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით ცურავენ

"ბირთვული პტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავებსა და ზედაპირზე მცურავ გემებზეა". – აღნიშნავს ნორვეგიული დაზვერვა.

ცივი ომის შემდეგ, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდები ბირთვული შეიარაღების გარეშე ცურავდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის ფედერაციამ ამ შეიარაღებით გაცურა, აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ წყალქვეშა ნავების, თანამგზავრების საწინააღმდეგო შეიარაღებისა და კიბერ-შესაძლებლობების გარდა, რაც NATO-ს საფრთხეს შეუქმნის, აქვს ტაქტიკური ბირთვული იარაღები, რომლებიც ანგარიშში დახასიათებულია, როგორც სერიოზული საფრთხე ისეთ სცენარებში, რომლებშიც NATO-ს ქვეყნებიც ჩართული იქნება.

ამას გარდა, ნორვეგიის დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ ვერ გამორიცხავენ უკრაინის ომის უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდას, რომელშიც აშშ და NATO-ც იქნება ჩართული.

ნორვეგიის დაზვერვის ანგარიშის მტკიცებით, რუსეთი, ბირთვული შეიარაღების გაუმჯობესების მიუხედავად, ბირთვულ დოქტრინას მომავალ წლებში არ შეცვლის.

კომენტარები