კრიმინალი

კაცს, რომელმაც ქუთაისში ყოფილი ცოლი მოკლა, 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

შემთხვევა 2022 წლის 1-ელ ივლისს ქუთაისში მოხდა.  

"ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ, კ" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები