რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: მობილიზებულ რუს სამხედროებს წარმატებული შეტევისთვის საკმარისი გამოცდილება არ აქვთ 

უკრაინელი სამხედროები Krab-ის ტიპის პოლონური თვითმავალი ჰაუბიცით რუსების პოზიციებს ცეცხლს უხსნიან. უკრაინა, დონეცკი, 2023 წლის 17 იანვარი.
REUTERS/Oleksandr Ratushniak

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 13 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, მობილიზებულ რუს სამხედროებს საკმარისი საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ. 

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი დამოკიდებულია მობილიზებულ სამხედროებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ საბრძოლო დავალებების შესრულება, ვერ აფიქსირებენ დანაღმულ ველებს, ან მათი აღმოჩენის შემთხვევაში, არ იციან როგორ მოიქცნენ, მიუთითებს, რომ წარმატებული მექანიზებული იერიშისთვის საჭირო საბრძოლო გამოცდილება არ გააჩნიათ. 

გარდა ამისა, როგორც ISW წერს, მობილიზებულმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, შეზღუდული ინდივიდუალური მომზადება გაიარეს და ამასთან, წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევისთვის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება არ გააჩნიათ. 

ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთმა შეიძლება დამატებითი მობილიზებული ჯარისკაცები უგლედარის ფრონტზე განათავსოს, თუმცა, ISW-ის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ჯარისკაცებმა ეფექტური შეტევა რამდენიმე თვეში განახორციელონ.

კომენტარები