აშშ

მიჩიგანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

REUTERS/Dieu-Nalio Chery

მიჩიგანის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება 13 თებერვალს, 20:18 საათზე მიიღო. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. გასროლა ორ ადგილას - Berkey Hall-სა და Michigan State University Union-ის შენობაში მოხდა. 

პოლიციის ცნობით, მოგვიანებით ეჭვმიტანილმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. 

მიჩიგანის პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნებათ. 

კომენტარები