პაპი

ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსის მიმართვა პაპ ფრანცისკეს

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსის მიმართვა პაპ ფრანცისკეს

თქვენო უწმიდესობავ, პაპო ფრანცისკე!

ვინ იფიქრებდა ოცი წლის წინ, რომ თეოლოგიის პატარა ინსტიტუტი, ეს-ესაა დარსებული თბილისში, რომელიც ოცდაათიოდე სტუდენტს თუ ითვლიდა, სულ მალე უნივერსიტეტად გადაიქცეოდა?  ვინ იფიქრებდა, რომ ეს მცირე მარცვალი აღმოცენდებოდა, გაიზრდებოდა, და ათას სტუდენტამდე მიაღწევდა? ვინ იფიქრებდა, რომ თეოლოგიას იურისპრუდენციის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ტურიზმის, მართვისა და ახლა უკვე მედიცინის ფაკულტეტებიც დაემატებოდა? 
ვინ იფიქრებდა, წმინდა მამაო, რომ ეს ჯგუფი, რომელიც მთელ ამ საუნივერსიტეტო საქმიანობას წარმოადგენს, თქვენს მიერ იქნებოდა მიღებული ვატიკანში? 

და მაინც, ეს მოხდა... ეს ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაა. შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთმა ჩვენი უნივესტიტეტის ისტორია ამ ინიციატივის მეშვეობითაც დაწერა. რომში ყოფნა ძალზე ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. რაოდენ სასიხარულოა, რომ აქ ეს კათოლიკური უნივერსიტეტი არაერთი მართლმადიდებელი თანამშრომლითაცაა წარმოდგენილი, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ სიხარულსა თუ სავალი გზის სირთულეებს.  

ეს ის დაწესებულებაა, რომელიც კონკრეტულად იღვწის ხიდების ასაგებად... დიახ, ხიდებისა და არა კედლების. ეს ის დაწესებულებაა, რომელიც ყოველი სასწავლო საგნის შუაგულში ადამიანს, ღვთის შვილს, მის ღირსებასა და ყოველმხრივ განვითარებას  მოიაზრებს. ეს ის დაწესებულებაა, რომელიც ცდილობს თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქართული საზოგადოების განვითარებაში.  
დღეს ყველა ჩვენგანმა შეაბიჯა წმინდა პეტრეს ტაძარში და მოციქულის საფლავის წინაშე თავის გულში წარმოთქვა: „მწამს“. დიახ, ჩვენს უნივერსიტეტს სურს გახდეს ის ადგილი, სადაც ყველანი, კიდევ უფრო მეტი შეგნებით ვიტყვით: „მწამს“. 

თქვენო უწმიდესობავ, გთხოვთ მოიღოთ ჩვენზე თქვენი გამამხნევებელი სიტყვები და ლოცვა-კურთხევა!
მონს. ჯუზეპე პაზოტო

13 თებერვალი, 2023 წ.

 

კომენტარები