მოლდოვა

სანდუ: უკრაინამ გადმომცა კრემლის გეგმა, რომელიც მიზნად მოლდოვაში დესტაბილიზაციას ისახავდა

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას კრემლის გეგმა გადასცა, რომელიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. 

დოკუმენტის მიხედვით, კრემლი დივერსანტების ჩამოყვანას რუსეთიდან, ბელარუსსა და ბალკანეთიდან აპირებდა. 

"ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების პირების მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმასა და მძევლების აყვანას". - ამბობს სანდუ. 

სანდუს თქმით, კიევის მიერ გადაცემულ მასალებში დეტალურადაა გაწერილი გეგმების ლოჯისტიკური ნაწილიც. 

მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი მოლდოვაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიღმა "ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავს" და რომ მოლდოვის უშიშროების ძალები ამ პროვოკაციების აღსაკვეთად შესაბამის ზომებს მიიღებენ.

გასულ კვირას, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაზვერვამ რუსეთის გეგმა მოიპოვა, რომლითაც კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა.

კომენტარები