მთავარი პრეტენზია [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] წინა ხელმძღვანელობის მიმართ იყო პასიურობა, არასაკმარისი აქტივობა სააკაშვილის დასაცავად და პასიური დამოკიდებულება აქციებისა და პრესინგის მიმართ. ერთი კვირის წინ შედგა არჩევნები და მოხდა პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში, თქვენც შემაჩნევთ, თუ როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. მე ვიცი, რომ პეტრე ცისკარიშვილი დაკავებულია ჩვენს დიასპორებთან მუშაობით. რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში თქვენც და რაც მთავარია, საქართველოს მთავრობაც შეამჩნევს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა რეალურად იბრძვის სააკაშვილის დასაცავად.
tbl.ge/69pc
დაკოპირდა
ამბობს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გადაცემა Фейгин Live-ში.
ამავე თემაზე
- ვაშაძე: ჩვენი სახელია ერთიანობა, ჩვენი ნომერია 5
- გია ჯაფარიძე: მინდა მოვუწოდო ყველას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის
- კორძაია, ჯაფარიძე, ბაქრაძე და ახვლედიანი ენმ-სტრატეგია აღმაშენებლის პლატფორმას შეუერთდნენ
- სააკაშვილი: ბანკების ზემოგებას ლაგამი უნდა ამოვდოთ
- სააკაშვილი: თუ რამე არის ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსი, ეს თინა ბოკუჩავაა