მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

სირიასა და თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს

REUTERS/Sertac Kayar

მიწისძვრიდან მეექვსე დღეა და დაღუპულთა რიცხვმა სირიასა და თურქეთში 28 000-ს გადააჭარბა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება - მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება

თურქეთმა რამდენიმე შენობის დანგრევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში, ეპიცენტრის მახლობლად, გადარჩენილები ამბობენ, რომ ისინი დაზიანებულ ან დანგრეულ სახლებთან მაქსიმალურად ახლოს შლიან კარვებს, რათა თავი ძარცვისგან დაიცვან. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ  20 000-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

კომენტარები