მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

დაზარალებულებისთვის დახმარების მისაწოდებლად თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა

Reuters

ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველად თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. მიზეზი სამხრეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების მიწოდებაა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო, Anadolu Agency ავრცელებს.

თურქეთის დესპანმა სომხეთში Twitter-ზე სომხეთიდან მომავალი სატვირთოების ფოტოები ატვირთა, წარწერით:

"მე ყოველთვის მემახსოვრება სომეხი ხალხის მიერ გამოგზავნილი გულუხვი შემწეობა მიწისძვრის მიერ დაზარალებულ რეგიონში, თურქეთში. ეს ჩვენი ხალხის ტკივილის შემსუბუქებისთვის გაკეთდა".

 

თურქული მედიის ცნობით, საზღვარი ბოლოს 1988 წელს გახსნეს, როცა სომხეთში მომხდარი მიწისძვრის დროს დასახმარებლად თურქეთის წითელი ჯვრის წარმომადგენლები ჩავიდნენ. 

კომენტარები