აშშ

ბაიდენის ოფისი კონგრესისგან ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას აპირებს

პენტაგონი
politico

ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება, კონგრესს პენტაგონის ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნით მიმართოს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა, მაიკლ მაკკორდმა ისაუბრა

"ველოდები, რომ ეს იქნება უფრო დიდი რიცხვი, ვიდრე კონგრესმა შარშან დაამტკიცა". – თქვა მაკკორდმა. 

მიუხედავად იმისა, რომ მაკკორდმა უარი თქვა წინადადების შესახებ დეტალებზე საუბართან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ პენტაგონი ინვესტიციას საბრძოლო მასალის წარმოებაში აპირებს, რათა საკუთრი მარაგები შეავსოს და უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს.

გარდა ამისა, მაკკორდმა თქვა, რომ ოფიციალური პირები "საკმაოდ ახლოს არიან" თავდაცვის საბოლოო ბიუჯეტის დამტკიცებასთან, რომელიც 2024 წლის ერთიან ბიუჯეტის პროექტში შევა. საერთო ბიუჯეტის გამოქვეყნება 9 მარტსაა დაგეგმილი. 

დეკემბერში კანონმდებლებმა $858 მილიარდი ეროვნული თავდაცვის დაფინანსებისთვის გამოყვეს. იგი მოიცავდა $817 მილიარდს პენტაგონისთვის და მილიარდობით დოლარს ბირთვული იარაღის განვითარებისთვის ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების სხვა პროგრამების მეშვეობით.

კომენტარები