ალეკ ბოლდუინი

ალეკ ბოლდუინს გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის წევრებმა სასამართლოში უჩივლეს

People

ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე დაღუპული ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის ოჯახის წევრები(მშობლები და და) სასამართლოში უჩივიან. მსახიობს დაუდევრობაში სდებენ ბრალს, რომლის შედეგადაც ადამიანი გარდაიცვალა.

ცოტა ხნით ადრე ბოლდუინსა და იარაღის სპეციალისტ ჰანა გუტიერეს რიდს, დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ნიუ-მექსიკოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

2021 წელს მომხდარი უბედური შემთხვევიდან მალე ბოლდუინის წინააღმდეგ ჩივილს ჰატჩინსის ქმარი აპირებდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და საქმე სასამართლომდე არ მისულა.

"ბატონი ბოლდუინი არც კი შეხმიანებია ოჯახის წევრებს. საუბარი მაქვს მშობლებზე და დაზე. ისინი იმსახურებენ სამართლიანობას". – ამბობს ოჯახის ადვოკატი.


2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

ალეკ ბოლდუინმა Rust-ის გადამღები ჯგუფის წევრებს სასამართლოში გასული წლის ნოემბერში უჩივლა. მსახიობის თქმით, მათ დაუდევრობას ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა.

საჩივარში გადამღები ჯგუფის ოთხი წევრის სახელი ფიგურირებდა: იარაღის სპეციალისტი ჰანა გუტიერეს რიდი, მისი ასისტენტი სეტ კენი, რეკვიზიტორი სარა ზაჰრი და რეჟისორის ასისტენტი დევიდ ჰოლსი. მსახიობი ასევე უჩიოდა ბუტაფორიული ვაზნების მომწოდებელ კომპანიასაც.

კომენტარები