ალეკ ბოლდუინი

ალეკ ბოლდუინი RUST-ის გადამღები ჯგუფის წევრებს სასამართლოში უჩივის

Deadline

ალეკ ბოლდუინი Rust-ის გადამღები ჯგუფის წევრებს სასამართლოში უჩივის. მსახიობის თქმით მათ დაუდევრობას ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა.

საჩივარში გადამღები ჯგუფის ოთხი წევრის სახელი ფიგურირებს: იარაღის სპეციალისტი ჰანა გუტიერეს რიდი, მისი ასისტენტი სეტ კენი, რეკვიზიტორი სარა ზაჰრი და რეჟისორის ასისტენტი დევიდ ჰოლსი. მსახიობი ასევე უჩივის ბუტაფორიული ვაზნების მომწოდებელ კომპანიასაც.

"საზოგადოების დიდ ნაწილი დამნაშავედ ბატონ ბოლდუინს მიიჩნევს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლოს გზით ჩვენი კლიენტი ტრაგედიაში ნამდვილი დამნაშავეების პასუხისმგებლობაში მიცემას ეცდება". – წერენ საჩივარში მსახიობის ადვოკატები.

სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია გადაწყვეტილება 2021 წლის ნოემბერში შეტანილ საჩივარზე, რომელშიც ერთ-ერთ დამნაშავედ თავად ბოლდუინია(ბოლდუინის ასევე ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია) მოხსენიებული.

უბედური შემთხვევიდან ცოტა ხანში ბოლდუინის წინააღმდეგ საჩივარი ასევე ჰალინა ჰატჩინსის ოჯახმა შეიტანა, თუმცა საქმე სასამართლო განხილვამდე არ მისულა. მსახიობმა ჰატჩინსის ოჯახთან შეთანმხებას მიაღწია.

2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა. 

 

კომენტარები