რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მიზანშეუწონელია" – იტალიის პრემიერმინისტრი ზელენსკის პარიზში მიწვევაზე

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში მიწვევა ამ ეტაპისთვის მიზანშეუწონელი იყო

"მჯერა, ჩვენი სიძლიერე ერთობა და ერთიანობაა... თუმცა ზოგჯერ შიდა საზოგადოებრივი აზრისთვის უპირატესობის მინიჭება შეიძლება საზიანო იყოს საქმისთვის და მეჩვენება, რომ ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა". - აღნიშნა იტალიის პრემიერმინისტრმა ბრიუსელში. 

8 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.

პარიზში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ანალიტიკოსთა აზრით, შეხვედრიდან მელონის გამოკლება კარგად არ აისახება პარიზისა და რომს შორის ისედაც დაძაბულ დიპლომატიურ ურთიერთობაზე, რომელიც მიგრაციულ საკითხებთან დაკავშირებით დაიწყო. 

კომენტარები