რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

Alexey Furman

პარიზში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

დაჯილდოების ცერემონიალის ამსახველი კადრები მაკრონმა Twitter-ზე ატვირთა. 

"ჯილდო უკრაინასა და მის ხალხს. ჯილდო თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისათვის". - წერს მაკრონი Twitter-ზე. 

ღირსების ორდენი საფრანგეთში უმაღლესი ჯილდოა სამოქალაქო დამსახურებისთვის.

"ეს გადაჭარბებულია. ამიტომაც მას ჩვენს ხალხს მივუძღვნი, უკრაინელებს, ჩვენს საზოგადოებას". - ამბობს ზელენსკი ვიდეოში ჯილდოს მიღების შემდეგ. 

8 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდეტნს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.

კომენტარები