კელი დეგნანი

დეგნანი: ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა ომში ჩართვაზე

საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დასახმარებლად. - ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალი ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება რომ ისინი არ იცავენ სანქციებს. 

საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო. ერთადერთი მსჯელობა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონია, არის ის, თუ რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული. ჩვენ ვაფასებთ იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო და ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესრულებას. ჩვენ არასდროს მოგვიხდენია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა ან რამე სხვა გაეკეთებინა.

თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში. 

კომენტარები