რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქლევერლი: ახალი სანქციებით პუტინზე ეკონომიკურ ზეწოლას გავზრდით

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის ელიტის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა.

გადაწყვეტილება 8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დიდ ბრიტანეთში ჩასვლას მოჰყვა.

სანქციების პაკეტი ეხება ექვს სუბიექტს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან. ამასთან, სანქციების პაკეტი მოიცავს რვა ფიზიკურ პირს და ერთ სუბიექტს, რომელიც დაკავშირებულია არალეგალურ ფინანსურ ქსელებთან. ეს უკანასკნელი კრემლის ელიტაში სიმდიდრისა და ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

“უკრაინამ აჩვენა პუტინს, რომ ის არ გატყდება რუსეთის ტირანული შემოჭრის მიუხედავად. პუტინი თავს ესხმის სამოქალაქო უბნებს და კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

[...] "ჩვენ ვერ მივცემთ მას გამარჯვების საშუალება. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა.” - თქვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯეიმს ქლევერლიმ.

მისი თქმით, ახალი სანქციები პუტინზე ეკონომიკურ ზეწოლას გაზრდის, რაც რუსულ საომარ მანქანას უკან დახევს.

“ჩვენ გადავწყვიტეთ გავყინოთ რუსული აქტივები მანამ, სანამ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ არ შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტისა და მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას.” - თქვა ქლევერლიმ.

8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანელ კანონმდებლებს სიტყვით მიმართავს და მოგვიანებით მეფე ჩარლზს შეხვდება.

კომენტარები