მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქი ფეხბურთელი რონალდუს მაისურს აუქციონზე გაყიდის და თანხით თურქეთს დაეხმარება

თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი, მერიჰ დემირალი, აუქციონზე კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსის საფეხბურთი კლუბის მაისურს გაყიდის და შესული თანხით თურქეთს დაეხმარება მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზიანის გამკვლავებაში.

"ახლახან ველაპარაკე კრიშტიანუს. მან თქვა, რომ ძალიან წუხს თურქეთში მომხდარით. ჩვენ აუქციონზე გაგვაქვს რონალდუს მიერ ხელმოწერილი მაისური ჩემი კოლექციიდან". - წერს ფეხბურთელი Twitter-ზე.

მერიჰ დემირალმა და კრიშტიანო რონალდუმ იუვენტუსში ერთად 3 წლის განმავლობაში ითამაშეს.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 9 500-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პირველი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 6 957 ადამიანი დაიღუპა და 31 700-ზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 2 500-ს აჭარბებს. 

კომენტარები