რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია ადასტურებს, რომ უკრაინაში 178-მდე Leopard 1-ის ტანკის გაგზავნის ნებართვა გასცა

ტანკი Leopard 1 2000 წლის სამხედრო წვრთნებზე
Eckehard Schulz / AP

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, ბერლინი ადასტურებს, რომ კიევში 178-მდე Leopard 1-ის ტიპის ტანკის გაგზავნის ნებართვა გასცა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეკონომიკის სამინისტრომ გერმანული იარაღის კომპანიებზე 178-მდე Leopard 1A5-ის წარმოების ლიცენზია გასცა.

"ის, თუ რამდენ Leopard 1A5-ს მიიღებს რეალურად უკრაინა, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული". - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში. 

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იარაღის გადაცემის პოლიტიკური გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ კვირაში უკვე მიიღო. 

ამის გარდა, გერმანია ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად ტანკების შეკეთებასა და უკრაინელი ტანკისტების წვრთნების დაფინანსებას გეგმავს. ასევე, გერმანიის, ნიდერლანდებისა და დანიის თავდაცვის სამინისტროებმა პირობა დადეს, რომ მინიმუმ 100 ტანკისა და წვრთნების ხარჯებს თავად დაფარავდნენ. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ინიციატივით ბელგიაც დაინტერესდა. 

კომენტარები