მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ქართველები გულხელდაკრეფილნი არ უნდა ელოდნენ გამარჯვებას

მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს. მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურა ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისთვისა და ადამიანურობისთვის.

ეს ბრძოლა გრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას.

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. გუშინ, 6 თებერვალს სასამართლომ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა

კომენტარები