რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ირანული დრონების ახალ პარტიას მიიღებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, რუსეთი მალე ირანული დრონების ახალ პარტიას მიიღებს.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 660-მდე ირანული დრონი - shahed გამოიყენა.

"რაც შეეხება უპილოტო თვითმფრინავებს, რუსეთის ფედერაციას ნამდვილად აქვს პრობლემები არსენალთან, მათ შორის თვითმფრინავებთან დაკავშირებით. დღემდე მათ გამოიყენეს დაახლოებით 660 დრონი. კონტრაქტი 1750 ერთეულს ითვალისწინებს.

ასევე დრო სჭირდება მათ მიწოდებას და მომზადებას. ჩვენი მონაცემებით, ისინი [რუსები] დრონების კიდევ ერთ პარტიას მიიღებენ - დრონების რაოდენობა დასაზუსტებელია”. - თქვა ვადი სკიბიცკიმ.

დაზვერვამ აღნიშნა, რომ მანამდე რუსებმა 250-300 ერთეული დრონი მიიღეს.

კომენტარები