რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: პუტინი უკრაინასთან მიმართებით სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავს იკავებს 

ვლადიმირ პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 5 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სტრატეგია უკრაინასთან მიმართებით მაღალი რისკის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის არიდებას გულისხმობს

გარდა ამისა, ISW-ის ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი გამუდმებით უგულებელყოფდა, აჭიანურებდა ან მხოლოდ ნაწილობრივ ახორციელებდა აუცილებელი პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

"პუტინი, სავარაუდოდ, მოქმედებდა მცდარი ვარაუდით, რომ რუსეთის ძალებს შეეძლოთ კიევისთვის კაპიტულაციას გამოცხადება ყოველგვარი მნიშვნელოვანი სამხედრო მსხვერპლის გარეშე ეიძულებინათ, ხოლო [პუტინი] რუსეთის უკრაინაში შეჭრას მისაღებ რისკად თვლიდა". – წერია ანგარიშში.

ამასთანავე, სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, კიევის ბრძოლაში რუსული ძალების წარუმატებლობამ და მასთან ერთად კრემლის ომის გეგმამ პუტინი რთული გადაწყვეტილებების მიღების წინაშე დააყენა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამად კრემლი ჩართულია ძვირადღირებულსა და გაჭიანურებულ კონვენციურ ომში. 

კომენტარები