მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

ღარიბაშვილი: ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით, მზად ვართ გავუწიოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება

უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი twitter-ზე წერს. ბოლო მონაცემებით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ამჟამინდელი მონაცემებით თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 284-მდე გაიზარდა, სირიაში 237-მდე. ჯამში დაშავდა 3000-ზე მეტი ადამიანი. 

კომენტარები