სან–ფრანცისკოს სასამართლომ ილონ მასკი თაღლითობის ბრალდებით დაწყებულ საქმეზე გაამართლა

სან-ფრანცისკოს სასამართლომ კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი თაღლითობისა და ბაზრის მანიპულირების ბრალდებით დაწყებულ საქმეზე გაამართლა. ვერდიქტი 9 ნაფიცმა მსაჯულმა გამოიტანა. 

სასამართლო დავა 2018 წელს დაიწყო და ილონ მასკის ცნობილ ტვიტს ეხებოდა, სადაც ის წერდა, რომ კომპანიის კერძო საკუთრებაში გადაყვანას აპირებდა. 

ტვიტის გავრცელებას საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და კომპანიის აქციების ფასის მკვეთრად ვარდნა მოჰყვა. მიუხედავად ინფორმაციის გავრცელებისა, მასკის გეგმები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და Tesla კერძო საკუთრებაში არ გადასულა. ამის გამო მასკს ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებაშიც ადანაშაულებდნენ. 

2018 წელს სასამართლომ მარეგულირებელი ორგანოს საჩივარი დააკმაყოფილა და კომპანია Tesla გაამტყუნა. შედეგად, მასკიცა და Tesla-ც 20-20 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. 

ილონ მასკი სან-ფრანცისკოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა. 

"მადლობა ღმერთს, ხალხის გონიერებამ გაიმარჯვა! ვაფასებ, Tesla 420-ის საქმეზე უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით ნაფიცი მსაჯულების ერთსულოვან გადაწყვეტილებას". - წერს მასკი Twitter-ზე.

კომენტარები