პირველი, რასაც გავაკეთებ, მათ შორის, თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს უნდა შევხვდე, საკრებულოს წევრებს უნდა შევხვდე, რაიონებში უნდა შევხვდე ადამიანებს, რომ უკვე დავიწყოთ, მათ შორის, იმ შტაბების გახსნა, რაზეც ვლაპარაკობდით. იცით, რომ ამ მიმართულებით გიორგი ჩალაძესთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები დავამთავრეთ. ჯგუფი გაკეთდება და მას გიორგი უხელმძღვანელებს - პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები. ასეთი შტაბები რაიონებშიც გაკეთდება. ჩვენ დავიწყებთ მობილიზებას. მათ შორის, სასამართლო პროცესების ბოლოს, ჩვენ გარკვეულწილად გარკვეული პროცესებისთვის მზად უნდა ვიყოთ.
tbl.ge/699q
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში. პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამდე, ხაბეიშვილმა ენმ-ის "გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა" წარადგინა, რომელშიც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტის შექმნა იყო.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




