მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე ზელენსკის: ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანოს სააკაშვილის წამების შესახებ

საქართველოს მთავრობა

"საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა ჩაბარდა წარსულს" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე თქვა.

"როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვინც არ უნდა თქვას ეს, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება და სწორედ ევროპული და დასავლური სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა გაკეთებული განცხადება, მით უმეტეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არცერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და შესაბამისად, ეს არ იქნება მისაღები“, - თქვა ბრეგაძემ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა  ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ დაკავებულ ექსპრეზიდენტს "ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ". ის ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი მიხეილ სააკაშვილის მოკვლაა. 

კომენტარები