ამინდის პროგნოზი

2-3 თებერვალს მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვა და ქარბუქი – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა" - აღნიშნავს სააგენტო.

კომენტარები