ბრიუსელი

ბრიუსელში რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბელგიის ფედერალური პოლიციის პრესსპიკერის ცნობით, ბრიუსელში, შუმანის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

თავდამსხმელი 30 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ ადგილზე დააკავა. თვითმხილველთა მტკიცებით, მან მგზავრებს დანით მიაყენა ჭრილობები, თუმცა პოლიცია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და დეტალებს არ ასაჯაროებს. 

ინციდენტი 30 იანვრის საღამოს, 6:45 საათისთვის მოხდა. მამაკაცი მგზავრებს მატარებელში დაესხა თავს.  

"ამ დროისთვის არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული შემთხვევა ტერორიზმთან დავაკავშიროთ". - თქვა პრესსპიკერმა. 

შუმანის რკინიგზის სადგური ბრიუსელის ცენტრში, ევროკავშირის შტაბბინის ქვეშ მდებარეობს. 

კომენტარები