ბრიუსელი

ბრიუსელის ცენტრში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს

VRT

ბელგიური მედიის ცნობით, პოლიციამ ბრიუსელის ცენტრში მამაკაცი შენიშნა, რომელსაც გრძელი ქურთუკი ეცვა, საიდანაც "გამოშვერილი მავთული" ჩანდა. მამაკაცის დასაკავებლად პოლიციამ სპეცოპერაცია დაიწყო.

გამნაღმველთა ჯგუფი ადგილზეა. ახლომდებარე მაღაზიებიდან ხალხი ევაკუირებულია. გადაკეტილია რამდენიმე ქუჩაც.

პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილი კონტროლქვეშ ჰყავთ, თუმცა, ჯერ არ დაუკავებიათ.

ხვალ ბელგიაში ეროვნულ დღეს აღნიშნავენ, რის გამოც უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

ცნობისთვის, 2016 წლის მარტში ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს 32 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები