ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია ყველა შესაძლო პროგრესს, რაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ ჩვენ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან, ივნისში, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მე ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და პირადად ბატონ კანცლერს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ.
tbl.ge/696f
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის
- წილოსანი: რა დაგვაკლო უაზრო კრიტიკამ და შანტაჟმა? არაფერი - პოზიციები გავიმყარეთ




