პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონი ტიმ ალენის გაშიშვლებაზე: ცუდი განზრახვით არ უქნია

The Wrap

მოდელმა და მსახიობმა პამელა ანდერსონმა ბიოგრაფიული წიგნი - Love, Pamela გამოუშვა. გასულ კვირას გამოცემა Variety-მ მემუარებიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა, რომელშიც მაშველების ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე მომხდარ უხერხულ ამბავს იხსენებს.

"გადაღებების პირველი დღე იყო, საგრიმიოროდან გამოვედი, დერეფანში ტიმი (ალენი) იდგა, მოსასხამი ეცვა. მოულოდნელად მოსასხამი შეიხსნა და გაშიშვლდა, არაფერი ეცვა. გაიხუმრა: შენთან ანგარიში გავასწორე, მე ხომ გნახე შიშველი (ანდერსონი იმ პერიოდში Playboy-ს ვარსკვლავი იყო) და ახლა შენც მნახე. უხერხულად გამეცინა". – იხსენებს ანდერსონი.

ალენმა მომხდარი უარყო, მიუხედავად ამისა სოციალურ ქსელებში მსახიობის წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული. ნაწყვეტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კომენტარი გააკეთა თავად ანდერსონმაც:

"ტიმი(ალენი) კომიკოსია, წითელი ხაზების გადაკვეთა მისი საქმეა. დარწმუნებული ვარ ცუდი განზრახვით არ უქნია. დრო იცვლება, #MeToo-ს შემდგომ ეპოქაში მსგავს ხუმრობას ვერავინ გაბედავს, ახალ სამყაროში ვცხოვრობთ". 

მემუარების პარალელურად სტრიმინგის სერვისზე Netflix პამელა ანდერსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალი გადის. ერთ-ერთ ეპიზოდში მაშველების მსახიობმა სილვესტერ სტალონეზეც ილაპარაკა:

"სახლი და Porsche-ს მარკის მანქანა შემომთავაზა, სანაცვლოდ მისი N1 გოგო უნდა ვყოფილიყავი. ვიკითხე: ანუ N2 გოგოც იქნება? მიპასუხა: ამაზე უკეთეს შეთავაზებას ვერ მიიღებ ძვირფასო, ასეთია ჰოლივუდი. რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, სიყვარული მჭირდებოდა და არაფერი სხვა". – ამბობს მაშველების ვარსკვლავი.

სილვესტერ სტალონეს ოჯახის წარმომადგენელმა ბრალდება უარყო:

"ჩემი კლიენტის მისამართით გაჟღერებული ბრალდება ყალბია. ბატონი სტალონე ამბობს, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს". 

 

კომენტარები