გელათი

გელათში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსები გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

"დღეს, 30 იანვარს გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი". – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

გელათის მამათა მონასტრის ერთ-ერთ სენაკში ხანძარი 16 იანვარს გაჩნდა. მიტროპოლიტი იოანეს განმარტებით, ცეცხლი ბუხრიდან საბანს მოეკიდა, შემდეგ კი მთელ ოთახს მოედო. ხანძარი შემთხვევით არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა და საბანი სენაკიდან გამოიტანა, რა დროსაც მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.

კომენტარები