გელათი

წულუკიანი: მედია ზღვის გოჭად მაგრძნობინებდა თავს, ამიტომ არ ვუშვებთ გელათში

იმედი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მედია არ არის დაშვებული გელათის ტერიტორიაზე, რადგან მედია მას დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭად აგრძნობინებს თავს.

"რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მე მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი".– ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას იუნესკო შეისწავლის. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ექსპერტი საქართველოში მონასტრის სახურავის მდგომარეობას შეაფასებს, რათა 2008 წლიდან მოყოლებული, გელათის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზები გამოსწორდეს.

კულტურის სამინისტროს ცნობით, გელათზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის, დაახლოებით, 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში 2015-20 წლებში ₾1 453 000 დაიხარჯა.

კომენტარები