რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: 11 თვეა პუტინს ვესაუბრები და მასთან დიალოგს გავაგრძელებ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, იგი 11 თვეა პუტინს ელაპარაკება და მასთან საუბარს კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა

"მე ისევ გავაგრძელებ პუტინთან საუბარს, რადგან ამას აუცილებლობად მივიჩნევ". - ამბობს შოლცი. 

შოლცის თქმით, პუტინთან საუბრები "არათავაზიანი" არ არის, თუმცა მათი მოსაზრებები არსებული სიტუაციის შესახებ რადიკალურად განსხვავებულია. 

"ჩვენ ვსაუბრობდით პატიმრების გაცვლაზე, მარცვლეულის ექსპორტზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყოველთვის მთავარ საკითხს დაუბრუნდეს - როგორ უნდა გამოვიდეს მსოფლიო ამ საშინელი ვითარებიდან? პასუხი ნათელია: ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს". - თქვა შოლცმა.

კომენტარები