ენმ

მელია: სააკაშვილის ინტერვიუში საკმარისზე მეტი იკითხება, დამატებითი საკვებია ფიქრისთვის

საკმარისზე მეტი რამ იკითხება იმ ინტერვიუში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შპიგელს მისცა. ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს ენმ-ის ამომრჩეველზე და მჯერა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა სწორ არჩევანს გააკეთებს, ვფიქრობ, რომ გამოქვეყნებული სტატია დამატებითი საკვებია ფიქრისა და ანალიზისთვის. 

გვექნება არა უბრალოდ თავმჯდომარის არჩევნები, არამედ პარტიის სტრატეგიული განვითარების არჩევნები - ღირებულებითი არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა ამომრჩეველმა. ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. ამ არჩევნებზე ჩვენმა მხარდამჭერებმა უნდა გადაწყვიტონ ძველი მეთოდებით მოხდება პარტიის მართვა თუ ახალი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად მომავალია. 

2023 წელია, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გვინდა რომ გავხდეთ, სამართლიანი პრეტენზია გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმთან და ამ დროს ჩვენ ტრადიციას ვამკვიდრებთ შიგნით, რომ დათო კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა არაფორმალურად მართონ პარტია?! სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ადამიანები წინააღმდეგობრივი რეპუტაციის მქონე ადამიანები არიან და პარტიის სიცოცხლისუნარიანობისთვის ძალიან დიდი რისკის შემცველები.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, ხალხი, რომლებმაც მისი დაბრუნება დაგეგმეს, რუსეთის აგენტები იყვნენ. დღეს, 28 იანვარს ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები იწყება.

კომენტარები