რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთს უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის ტანკების მიწოდება მარტის ბოლომდე სურს

Challenger 2
Getty Images

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მინისტრის, ალექს ჩალკის თქმით, ლონდონი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი Challenger 2-ის ტიპის ტანკები დანიშნულების ადგილზე მარტის ბოლომდე ჩავა.

ჩალკის თქმით, კიევი ტანკებს მიიღებს, უკრაინელ სამხედროებს მათ გამოყენებაში მოამზადებენ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში 14 Challenger 2-ს გაგზავნიდა.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნის. აქამდე, გერმანიამაც დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს და პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტის უფლებას მისცემს. უკრაინისთვის ტანკების გადასაცემად სხვა ევროპული ქვეყნებიც ემზადებიან. 

კომენტარები