ესპანეთი

ესპანეთში ეკლესიებზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა

Nono Rico

ესპანეთში, საპორტო ქალაქ ალხესირასში მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი ორ ეკლესიას დაესხა თავს. დაღუპულია, სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა უცნობია. წყარო უზენაესი სასამართლოდან იუწყება, რომ გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. 

თავდასხმა 25 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათისთვის მოხდა. თავდამსხმელმა იერიში სან-ისიდროსა და ნუესტრა-სენიორას ეკლესიებზე მიიტანა, რომლებიც ერთმანეთისგან 300 მეტრით არიან დაშორებული. 

ესპანეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიცია მის ვინაობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, იგი 25 წლის მაროკოელი მამაკაცია.  

სპიკერის განმარტებით, თავდამსხმელმა მიზანში სასულიერო პირები ამოიღო. დაღუპულია ნუესტრა-სენიორას ეკლესიის კანდელაფტი. 

კომენტარები