ფხენიანი

ჩრდილოეთ კორეამ რესპირატორული დაავადების გავრცელების გამო დედაქალაქი ჩაკეტა

Kim Won Jin

სეულის მედიის, NK News ინფორმაციით, ფხენიანში რესპირატორული დაავადების სწრაფი გავრცელების გამო მოსახლეობას ხუთი დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა აეკრძალა. უცნობია, აღნიშნული შემთხვევები Covid-19-ის გამოვლინებაა, თუ რაიმე სხვა ტიპის დაავადების გავრცელებას აქვს ადგილი. 

NK News-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეები კვირის ბოლომდე ვალდებული არიან სახლში დარჩნენ და რეგულარულად გაიზომონ ტემპერატურა.

უცნობია, შეზღუდვები მხოლოდ ფხენიანზე, თუ ქვეყნის სხვა ნაწილებშიც ვრცელდება.  

ოფიციალური ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში Covid-19-ის პირველი შემთხვევა 2022 წელს დადასტურდა. აგვისტოში ვირუსი დამარცხებულად გამოაცხადეს. ინფიცირებულების რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

კომენტარები